ვოლოდიმირ ზელენსკი - კოალიციას შეუძლია „სატანკო რამშტაინი” გააკეთოს, შემდეგ კი - „F-16-ის რამშტაინი“

კოალიციას შეუძლია „სატანკო რამშტაინი” გააკეთოს, შემდეგ კი - „F-16-ის რამშტაინი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

„არა ვაჭრობა ტანკების ამა თუ იმ რაოდენობაზე, არამედ პრინციპული მიწოდებების დაწყება, რომლებიც რუსულ ბოროტებას გააჩერებენ… ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ თქვენი შემდგომი შეხვედრები ისტორიაში როგორც „F-16-ებისა და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების რამშტაინი“ შევა. ეს თქვენს ძალებშია - ისეთი არტილერიისა და ისეთი საჰაერო თავდაცვის გარანტირება, რომლებიც ტერორს გატეხავენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს მსოფლიოში ისეთი წესრიგის არსებობა სურს, რომელშიც ერების განადგურება შეიძლება და მოსკოვში ამაზე ღიად საუბრობენ. ზელენსკიმ უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მოუწოდა არ დაუშვან მსოფლიოში ისეთი წესრიგების არსებობა, როდესაც სიძულვილი ბატონობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო