ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი არის ის, რომ მიიღონ დადებითი შეფასება რუსეთის ხელისუფლებისგან და ამას ისინი აღწევენ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთი არ მალავს თავის კმაყოფილებას „ქართული ოცნების" დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების გამო. მან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადება შეაფასა, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ პირდაპირი ფრენების აღდგენა საკმარისი არ არის და აუცილებელია საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც.

„ხელისუფლებას რა სურს, ეს ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი ლავროვის განცხადებებში ჩანს კარგად, ახლა გავრილოვის განცხადებაში. ეს ხალხი არ მალავს თავის კმაყოფილებას „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების გამო. გულწრფელად მოსწონთ ყველაფერი ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. შესაბამისად, ისინი „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან მეტად დაახლოებას ცდილობენ. ეს არის სწორედ ამ განცხადების უკან. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი არის ის, რომ მიიღონ დადებითი შეფასება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან და ამას ისინი აღწევენ.

რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, ჩვენ დავაყენეთ საკითხი და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთთან მიმართებით შემოღებული იყოს ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნისთვის რისკებს შეამცირებს, ვგულისხმობ სავიზო რეჟიმს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით“, საქართველოსთან საჭიროა არა მხოლოდ ავიამიმოსვლის, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც. მისი თქმით, საქართველოში რუსეთის საკონსულო სამსახურისა და საელჩოს არსებობა ხელს შეუწყობს „კონტაქტებისა და საქართველოში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობების გაფართოებას”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო