მედია - „რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინმა Leopard-ების მარაგების შემოწმების ბრძანება გასცა

„რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინმა Leopard-ების მარაგების შემოწმების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

პისტორიუსის თქმით, “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დააბარა მოემზადოს “დღისთვის, რომელიც, შესაძლოა, დადგეს”.

“ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია.

“არის წონიანი არგუმენტები მიწოდების სასარგებლოდ, არის წონიანი არგუმენტები წინააღმდეგ”, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მას ჯერჯერობით არ შეუძლია თქმა, როგორი იქნება გადაწყვეტილება და როდის იქნება იგი მიღებული, მაგრამ აღნიშნა, რომ მიწოდების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო