მედია - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მზად არის ფასილიტატორისა და შუამავლის როლი იტვირთოს

თურქეთი მზადაა, უზარმაზარი დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში, - ამისშესახებ „უკრინფორმი“, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით იტყობინება.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა გაიმეორა, რომ მზად არის შეიტანოს უზარმაზარი დიპლომატიური წვლილი რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში, ასევე შეასრულონ ფასილიტატორის და შუამავლის როლი ამ პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციაში, ასევე, მითითებულია, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სატელეფონო საუბრისას, რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები განიხილეს.

საუბრისას ერდოღანმა მწუხარება გამოთქვა უკრაინაში ოთხშაბათს ვერტმფრენის ავარიის გამო, რომლის დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, დაიღუპა.

ცნობისთვის, 16 იანვარს თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო