ვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა

კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის” ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს „რამშტაინისა” და უკრაინისთვის თავდაცვითი ამბების დღეა, რომლებიც კვირიდან კვირამდე ჩვენს დიპლომატიურ მარათონს მოაქვს. ყოველთვის არ არის შესაძლებელი საჯაროდ იმის თქმა, რის შესახებ მიდის საუბრები “რამშტაინის” ფორმატში. ეს დახურული დისკუსიაა და ასე უნდა იყოს.

მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი “რამშტაინი” ჩვენს გამძლეობას გააძლიერებს. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთ დამოკიდებულებაში - ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას რამდენიც საჭიროს ჩვენი გამარჯვებისთვის.

კი, კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინოს ვხდით იმის უალტერნატივობას, რომ ტანკების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა