Reuters - ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას დაგეგმილი კონტრიერიშის გადადებას სთავაზობენ, ვიდრე აშშ-ის სამხედრო დახმარების ბოლო პარტიას არ მიიღებენ და სამხედროები წვრთნას არ გაივლიან

ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას დაგეგმილი კონტრიერიშის გადადებას სთავაზობენ, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს თანახმად, ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას მასშტაბური კონტრიერიშის გადადებას სთხოვენ, ვიდრე იგი აშშ-ის სამხედრო დახმარების ბოლო პარტიას არ მიიღებს და სამხედროები შესაბამის წვრთნას არ გაივლიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის M1 Abrams ტანკების მიწოდებას მათი სიძვირისა და მომსახურების სირთულის გამო.

წყაროს თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის ნებისმიერ კონტრიერიშზე მოლაპარაკებები იმის კონტექსტში მიმდინარეობს, რომ უკრაინელებმა ჯერ საკმარისი დრო დაუთმონ ახალი შეიარაღების გამოყენების სწავლას, რომელიც მათ ამერიკულმა მხარემ მიაწოდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო