უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილე - იმედგაცრუებულები ვართ - გერმანიას Leopard-ის ტანკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მელნიკმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ გერმანიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, გაგზავნოს თუ არა Leopard -ის ტანკები უკრაინაში.

„გერმანიის მთავრობას არ მიუღია ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ იმისთვის, რომ პირველ რიგში უფლება მისცენ სხვა ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, ფინეთი, ესპანეთი ან საბერძნეთი, რომლებსაც აქვთ გერმანული საბრძოლო ტანკები, იგივე გააკეთონ, არამედ ასევე გააძლიერონ და შექმნან, როგორც ჩვენ ვუწოდებთ.

„ტანკების გლობალური კოალიცია“, რათა დაეხმარონ უკრაინულ ძალებს რუსების განდევნაში და საგაზაფხულო კონტრშეტევის დაწყებაში, რომელიც მოგვცემს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საშუალებას. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ბერლინის მთავრობა სერიოზულად მიიღებს ყველა იმ შეშფოთებას, რაც მათ „რამშტაინში“ მოისმინეს”, - განაცხადა მელნიკმა CNN-თან საუბარში.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას Challenger 2-ის საბრძოლო ტანკები და ეს, იმედია, სხვა ქვეყნებისთვის ბიძგის მიმცემი იქნება.

„მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით გერმანიისთვის ეს ასე არ არის", - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.

შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ „რამშტაინის” შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დააბარა მოემზადოს “დღისთვის, რომელიც, შესაძლოა, დადგეს”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო