აშშ-ში უკრაინის ელჩი - ჩვენ ეს ტანკები ახლავე გვჭირდება

დასავლური ტანკების უკრაინაში შეყვანისთვის დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ CNN-თან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ეს ტანკები ახლავე გვჭირდება “, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, ტანკები საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინელებმა თავიდან აიცილონ თავდასხმები, რომელსაც რუსეთი გაზაფხულზე გეგმავს.

„ტანკები ახლა ძალიან საჭიროა, რათა ჩვენი მამაცი დამცველები დაცულები იყვნენ, რომ შევძლოთ მანევრირება, სროლა, დავუბრუნდეთ კონტრშეტევას და თავიდან ავიცილოთ ის მომავალი თავდასხმები, რომელსაც რუსეთი, რეალურად, გაზაფხულისთვის გეგმავს“, - აღნიშნა აშშ-ში უკრაინის ელჩმა.

შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ „რამშტაინის” შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დააბარა მოემზადოს “დღისთვის, რომელიც, შესაძლოა, დადგეს”.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი