ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, უკრაინაში ომი ჩიხშია

უკრაინაში, ბოლო დღეების განმავლობაში უმძიმესი ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობდა. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრემინასთან ახლოს, უკრაინას, სავარაუდოდ, მცირე მიღწევები ჰქონდა და წარმატებით დაიცვა თავი რუსული კონტრშეტევისგან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, რუსეთისა და ვაგნერის მარიონეტული ძალები გაერთიანდნენ ქალაქ სოლედარში მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ქალაქი აიღეს.

„სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალები აქვს კონცენტრირებული, რომლებიც ერთმანეთს საარტილერიო დარტყმებს აყენებენ და შეტაკებებს ახორციელებენ, მაგრამ თავს არიდებენ ფართომასშტაბიანი შეტევის მცდელობებს“, - აცხადებენ უწყებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ზოგადად, „კონფლიქტი ჩიხურ მდგომარეობაშია. თუმცა, ბახმუტთან რუსეთის ლოკალური წინსვლის რეალური შესაძლებლობა არსებობს“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო