ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელუს ლანდსბერგისი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard 2-ის საბრძოლო ტანკები გადასცეს.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ ტანკების მიწოდება საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

„ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები, მოვუწოდებთ გერმანიას, ახლავე მიაწოდოს უკრაინას Leopard-ის ტანკები. ეს საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად. გერმანიას, როგორც ევროპის წამყვან ძალას, ამ მხრივ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ „რამშტაინის” შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დააბარა მოემზადოს „დღისთვის, რომელიც, შესაძლოა, დადგეს”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო