ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ერთიანია, რადგან ძლიერია - უკრაინა ძლიერია, რადგან ერთიანია

უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია , - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას „უკრაინის ერთიანობის დღე“ ამ სიტყვებით მიულოცა.

ზელესნკის თქმით, „თუ ბრძოლა არ შეწყდა, ადრე თუ გვიან ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება. თუ ჭეშმარიტი ერთიანობა არ იქნა მიღწეული, დამოუკიდებლობა დაიკარგება“.

„მებრძოლები კიევიდან, ლვოვიდან, კრივი-რიჰიდან, ჟიტომირიდან, ლუგანსკიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან მარიუპოლისთვის, კუპიანსკისა და იზიუმისთვის. და მებრძოლები იზიუმიდან, კუპიანსკიდან, მარიუპოლიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან ავდიივკას, ბახმუტისა და სოლედარისთვის. ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ კიევს. და ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ხარკოვს. და ჩვენ ყველა ერთად ვათავისუფლებთ ხერსონს. ჩვენ ყველა ერთად, არ აქვს მნიშვნელობა, სად დავიბადეთ და გავიზარდეთ, დღეს ვამბობთ: მე დავიცავ ჩემს უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი გაიმარჯვებენ ერთად და მთელი უკრაინა გაიგებს გამარჯვების ხმებს.

“ძვირფასო უძლეველო ხალხო, გილოცავთ უკრაინის ერთიანობის დღეს!”, - დასძინა ზელენსკიმ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო