პოლონეთის პრემიერის განცხადებით, თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard 2-ის გადაცემაზე თანახმა არ იქნება, მაშინ მისი ქვეყანა „მცირე კოალიციას“ შექმნის, რათა უკრაინას ტანკები გაუგზავნოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით თანახმა არ იქნება, მაშინ მისი ქვეყანა სხვა სახელმწიფოების „მცირე კოალიციას“ შექმნის, რომლებიც მზად არიან უკრაინას ტანკები და სხვა აღჭურვილობა გაუგზავნონ.

ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP ავრცელებს.

პოლონეთის პრემიერმა Leopard 2-ის ტანკების გადაცემის შესახებ გერმანიის პოზიციას „მიუღებელი“ უწოდა.

მისივე განცხადებით, პოლონეთი პასიური ვერ იქნება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უკრაინა და ევროპა მოიგებს ომს გერმანიასთან ერთად ან მის გარეშე.

„თითქმის ერთი წელი გავიდა ომის დაწყებიდან... რუსული არმიის ომის დანაშაულების მტკიცებულება შეგიძლიათ ტელევიზორში და YouTube-ზე ნახოთ. მეტი რა სჭირდება გერმანიას, რომ გაახილოს თვალები და გერმანიის სახელმწიფოს პოტენციალის შესაბამისად დაიწყოს მოქმედება“, - აღნიშნა მორავიეცკიმ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება