უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილ ლოზინსკი ქვეყნის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის განკუთვნილი თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაადასტურა, რომ ლოზინსკის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის დააკავეს. უწყების განცხადებით, მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ზამთრის თვეებში ენერგიის ალტერნატიული წყაროებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრები უკანონოდ იქნა მითვისებული.

ბიუროს ინფორმაციით, ლოზინსკის ბრალად ედება 400 000 დოლარის „უკანონო სარგებლის“ მიღება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა