გიტანას ნაუსედა - უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გაჭიანურება ამორალურია - შევაჩეროთ ბოროტება, რაც შეიძლება მალე

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ სწუხს უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გაჭიანურების გამო, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღება.

მისი თქმით, გადაწყვეტილების გაჭიანურება ამორალურია იმ თვალსაზრისით, რომ ყოველი დღე უკრაინას სიცოცხლის ფასად უჯდება.

„სამწუხაროა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, სხვადასხვა მიზეზის გამო ჭიანურდება. ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა გრძელი განხილვის გაკეთება იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი განსხვავებულია, რომ შესაძლოა არ გინდოდეს, სახელმწიფოს პროვოცირება, რომელიც ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ჭუჭყიანი ჩექმით დაცოცავს. ვფიქრობ, ეს არასწორია“, - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღება.

„შევწყვიტოთ, შევაჩეროთ ეს ბოროტება რაც შეიძლება მალე. ჩვენ ყველას ერთი და იგივე გვინდა, გარდა აგრესორისა. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება“, - განაცხადა ნაუსედამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა