ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა რუსეთის ფედერაციას 1000 ტანკი აქვს, პარტნიორებისგან 20-50 ტანკის მოწოდება პრობლემას ვერ გადაჭრის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციას 1 000 ტანკი აქვს, 20-50 ტანკი, რომელიც უკრაინამ შეიძლება დასავლეთის ქვეყნებიდან მიიღოს, პრობლემას ვერ გადაჭრის.

„მკაფიოდ უნდა გესმოდეთ: როცა რუსული არმია, რომელსაც ათასი ტანკი ჰყავს, ჩვენს წინააღმდეგაა, იქ უბრალოდ არავინაა ისეთი, რომ იბრძოლოს, ეშინიათ, არამოტივირებულები არიან. ეს ჩვენთვის პლიუსია. მაგრამ როცა მათ აქვთ 1000 ტანკი, ვერცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის 10, 20, 50 ტანკის მოცემას გადაწყვეტს - პრობლემას ვერ გადაჭრის“, - განაცხადა ზელენსკიმ ARD-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ისინი მხოლოდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ - უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ღირებულებებისთვის ბრძოლისთვის მოტივაციას აძლევენ.

"ამით აჩვენებენ, რომ მთელი მსოფლიო შენთანაა. მე მაქვს 10 ტანკი - ყველა წაიღე. მე მაქვს 100 ტანკი - ყველა წაიღე. მე მაქვს ერთი ტანკი - წაიღე, მე მას მოგცემ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ქვეყნებმა არ უნდა ეძიონ მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინას ტანკები არ მიაწოდონ. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ აპირებს ტანკების გამოყენებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

"ეს „ლეოპარდები“, თუ ვინმე განიცდის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გადავა. ჩვენ თავს ვიცავთ. ჩვენ არ გვაინტერესებს მათი მიწა, ხალხი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა