ანალენა ბერბოკი - გერმანია პოლონეთის მიერ უკრაინაში Leopard-ის ტანკების გაგზავნას დაბრკოლებას არ შეუქმნის

გერმანია პოლონეთის მიერ უკრაინაში Leopard-ის ტანკების გაგზავნას ხელს არ შეუშლის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ფრანგულ ტელეკომპანია LCI-სთან ინტერვიუში კითხვაზე, რა მოხდება, თუ პოლონეთი Leopard 2-ის ტანკებს უკრაინას გერმანიის თანხმობის გარეშე გაუგზავნის, ანალენა ბერბოკმა უპასუხა : „ჩვენ ამას დაბრკოლებას არ შევუქმნით“.

ცნობისათვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით თანახმა არ იქნება, მაშინ მისი ქვეყანა სხვა სახელმწიფოების „მცირე კოალიციას“ შექმნის, რომლებიც მზად არიან უკრაინას ტანკები და სხვა აღჭურვილობა გაუგზავნონ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის