უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინამ გერმანიას „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდების თხოვნით ომის დაწყებიდან მეშვიდე დღეს მიმართა, დღეს რუსეთის ბარბაროსული ომის 334-ე დღეა - იქნებ პროცესის დაჩქარების დროა?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი მელნიკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გერმანული წარმოების “ლეოპარდის” ტანკების მიწოდების პროცესი უნდა დაჩქარდეს.

„მხოლოდ კეთილი შეხსენება: უკრაინამ გერმანიას “ლეოპარდის” ტანკების მიწოდების თხოვნით ოფიციალურად 2022 წლის 3 მარტს მიმართა, ანუ მე-7 დღეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და უკრაინელი ერის წინააღმდეგ ომი დაიწყო. დღეს რუსეთის ბარბაროსული ომის 334-ე დღეა. იქნებ ამ პროცესის დაჩქარების დროა?“- წერს ანდრეი მელნიკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის “ლეოპარდის” ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიას ამ დრომდე არ მიუღია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო