მატეუშ მორავეცკი - პოლონეთი გერმანიას „ლეოპარდის“ უკრაინისთვის გადაცემის ნებართვას სთხოვს, მაგრამ ტანკებს თანხმობის მიღების გარეშეც გადასცემს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ვარშავა მიმართავს ბერლინს, ტანკების გაგზავნის ნებართვის მოთხოვნით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი თანხმობა არ იქნება, პოლონეთი უკრაინას “ლეოპარდებს“ მცირე კოალიციის ფარგლებში მაინც გადასცემს.

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ბოლო განცხადებამ, რომ გერმანია პოლონეთს უკრაინისთვის ტანკების გადაცემაში ხელს არ შეუშლის იმედის ნაპერწკალი გააჩინა.

„ზეწოლას აქვს აზრი. ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების კოალიციის შექმნისკენ, რომელთაც სურთ, დაეხმარონ უკრაინას ამ დრამატულ ბრძოლაში, ეფექტური აღმოჩნდა“, - განაცხადა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, პოლონეთი მუდმივად ახორციელებს ზეწოლას ბერლინის მთავრობაზე, რათა მან უკრაინას ტანკები მიაწოდოს.

"მათ ჰყავთ 350-ზე მეტი აქტიური „ლეოპარდი“ და დაახლოებით 200 რეზერვშია. მათ ნამდვილად შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის. ეს ბრძოლა ასევე ნიშნავს ბრძოლას უსაფრთხოებისთვის, ევროპაში მშვიდობისთვის", - დასძინა მან.

კითხვაზე, უკვე მიმართა თუ არა პოლონეთმა გერმანიას გაგზავნის ნებართვისთვის, მატეუშ მორავეცკი უპასუხა: „ჩვენ მივმართავთ ასეთი თანხმობისთვის, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია“.

„მაშინაც კი, თუ არ მივიღებთ თანხმობას, მცირე კოალიციის ფარგლებში - თუნდაც მასში გერმანელები არ იყვნენ - ჩვენ მაინც გადავცემთ ტანკებს სხვებთან ერთად უკრაინას. ჩვენთვის პირობას წარმოადგენს ამ მომენტში სახელმწიფოთა თუნდაც ასეთი მცირე კოალიციის შექმნა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო