ესტონეთი უკრაინას კუთვნილებაში არსებულ ყველა 155 მმ კალიბრის ჰაუბიცას გადასცემს

ესტონეთი, გასულ კვირას გამოცხადებული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას თავის ყველა 155 მმ კალიბრის ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა კაიმო კუუსკმა განაცხადა.

"ჩვენ ყველა ჩვენს 155 მმ-იან ჰაუბიცას უკრაინას გადავცემთ და გვინდა ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი, თუ რატომ არ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი ომის მოსაგებად", - აღნიშნა ესტონელმა დიპლომატმა.

ელჩმა ასევე გამოაცხადა იარაღის სია, რომელსაც მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში გადასცემს. მათ შორისაა, 155 მმ კალიბრიანი FH-70 ტიპის და 122 მმ კალიბრიანი D-30 ტიპის ათობით ჰაუბიცა, 155 მმ კალიბრიანი ათასობით საარტილერიო ჭურვი, ასობით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი M2 „Karl-Gustaf“ საბრძოლო მასალით და საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო