ანდრეი ერმაკი - გვჭირდება ტანკები, არა 10-20, არამედ ასობით - ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი

უკრაინას დასავლელმა მოკავშირეებმა ასობით ტანკი უნდა მიაწოდონ, რათა კიევმა წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა განახორციელოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საბრძოლო ტანკი უკრაინის ფრონტზე უნდა იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი.

„ჩვენ გვჭირდება ტანკები - არა 10-20, არამედ რამდენიმე ასეული. ჩვენი მიზანია 1991 წლის საზღვრების აღდგენა და მტრის დასჯა, რომელიც გადაიხდის მათი დანაშაულისთვის. დემოკრატიის საერთო მიზანი ავტოკრატიასთან ბრძოლაში არის სტაბილური განვითარებისა და მკაფიო მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფა. უკრაინის გამარჯვების გარეშე ეს არ მოხდება. ამიტომ, ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს. რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი“, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო