პაველ ჰერჩინსკი - ზოგიერთი პრიორიტეტი განხორციელდა, ზოგზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება - შედეგების მიხედვით შევაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით შეხედულებები გაცვალეს.

ჰერჩინსკის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ამა წლის ოქტომბერში, ჯერ ევროკომისიის მიერ შეფასდება, რის შემდეგაც, წლის დასარულს, მას ერთობლივად, ევროგაერთიანების 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს.

„როგორც თქვენ იცით, ზოგიერთი პრიორიტეტი განხორციელდა, ზოგზე კი მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. სხვა პრიორიტეტებზე საქართველოს პარლამენტი ელოდება მოსაზრებას საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა ვენეციის კომისია და ODIHR, რის შემდეგაც მუშაობა გაგრძელდება. შედეგების მიხედვით, ჩვენ შევაფასებთ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ეს ევროკომისიის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნდება და შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედეგებს განიხილავენ, შეაფასებენ და გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს ამ წლის დასასრულს. ჩვენ წინ ძალიან დატვირთული წელი გვაქვს და 12 პრიორიტეტის განხორიელების მხრივ და ზოგადად, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის კუთხით, მე გულითადად წარმატებას ვუსურვებ საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს“, - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ორგანიზაციაა, რომლის წევრიც 27 სახელმწიფოა, ბლოკის თითოეულ წევრს კი თავისუფლება აქვს გამოხატოს საკუთარი პოზიციები.

„ამ დროისთვის, 12 პრიორიტეტზე და უფრო ფართოდ, ევროპულ სტანდარტებთან და ევროპულ პრინციპებთან დაახლოებაზე სამუშაოები გრძელდება. ჩვენის მხრივ, გულწრფელად ვიმედოვნებთ ეს სამუშაო დადებით შედეგს მოიტანს წლის ბოლოს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა პასუხი აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების განცხადებაზე, რომ პარტნიორები მართლმსაჯულების სისტემაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად სცემეს პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას.

„ჩვენ სრულად ვცემთ პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული“, - დასძინა ელჩმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ