ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გერმანია Leopard 2-ის ტანკების ექსპორტს არ ბლოკავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გერმანია Leopard 2-ის ტანკების ექსპორტს არ ბლოკავს.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის მთლიანი რაოდენობა - სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების ჩათვლით - ახლა 49 მილიარდ ევროს შეადგენს.

„უკრაინა [რუსეთს] წინააღმდეგობას მამაცურად და გაბედულად უწევს ”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

როგორც ბორელმა დასძინა, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი.

„რუსეთი აგრძელებს სისტემატურ ბარბაროსულ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთის მხრიდან ჩვენ არ გვინახავს რეალური მზაობა სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით“, - დასძინა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო