ვოლოდიმირ ზელენსკი - სანქციები დავუწესეთ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდურ პოლიტიკას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთის 22 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც „სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ კრემლის ტერორს და გენოციდურ პოლიტიკას“.

„სანქციები დაწესდა 22 ადამიანის მიმართ - რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდურ პოლიტიკას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულ პირებს შორის არიან : რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების უფროსი გრიგორი ალფეევი (ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი), რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილე ნიკოლაი ბალაშოვი (დეკანოზი), რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი არტემი ვლადიმეროვი და სხვა პირები.

შესაბამისი სანქციები, სხვა ზომებთან ერთად, ქტივების გაყინვასაც მოიცავს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით