რუსების მიერ ჩასოვ-იარის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ-იარის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა საცხოვრებელ კვარტალს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სულ მცირე ცხრა მაღალსართულიანი კორპუსი, შეწყდა ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება.

"ფაქტობრივად, მთელი მიკრორაიონი დარჩა ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩა. რუსები მიზანმიმართულად ატერორებენ და ანადგურებენ მშვიდობიანი მოსახლეობას და ეს ძვირად დაუჯდებათ", - წერს პაველ კირილენკო „ტელეგრამზე“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო