უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები ბახმუტთან და დონბასის კიდევ 10 სხვა დასახლებასთან მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსული ძალები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში წინსვლას ცდილობდა.
„უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ჩერვონოპოპოვკასა და დონეცკის ოლქის ბელოგოროვკას, რაზდოლოვკას, სოლის, კრასნაია გორას, ბახმუტის, კლეშჩიევკას, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, ვოდიანოესა და მარინკას დასახლებებთან მოიგერიეს“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.