იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, გერმანული ტანკების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გამოსავალი მალე გვექნება

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ გერმანული ტანკების უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით ალიანსი გამოსავალს უახლოეს მომავალში იპოვის.

”ომის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ,” - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე საბრძოლო ტანკების საკითხი განიხილეს.

"მივესალმები ჩვენს დღევანდელ დისკუსიას. განვიხილეთ საბრძოლო ტანკების საკითხი. კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მალე გვექნება გამოსავალი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო