ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბელარუსიდან რუსი სამხედროების შეტევის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ წარუმატებელი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბელარუსიდან რუსი სამხედროების შეტევის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს წარუმატებელი იქნება.

„უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ბელარუსის განცხადებაზე უკრაინასთან „თავდაუსხმელობის პაქტის“ ხელმოწერის შესახებაც.

„რასაც უკრაინა გთავაზობთ, თქვენ გესმით. ჩვენ ბელარუსზე თავდასხმას არ ვაპირებთ და არც არასოდეს ვაპირებდით. ეს არის მთავარი სიგნალი ბელარუსი ხალხისადმი", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა და არ ჩაერთოს ამ „აბსოლუტურად სამარცხვინო ომში“.

„რაც შეეხება ამ მიმართულებას... მე ვხედავ, რომ ბელარუსის მოსახლეობის უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი ბელარუსის სამხედროების უმრავლესობას არ სურს თავდასხმა და ძალით იარაღით უკრაინული საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა “ , - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ უკრაინა გაოცდება, თუ ბელარუსის ჯარები ამ მიმართულებით თავდასხმას განახორციელებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო