“რამშტაინზე” 12 ქვეყანა უკრაინისთვის დაახლოებით 100 Leopard 2-ის ტანკის გადაცემაზე შეთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თანახმად, პოლონეთისა და ფინეთის გარდა, რომლებმაც საჯაროდ გამოაცხადეს საკუთარი Leopard 2 ტანკების ნაწილის გადაცემის მზაობა, ესპანეთი, ნიდერლანდები და დანია ასევე მზად არიან, ტანკების გადასაცემად. თუმცა იმისთვის, რომ “სატანკო კოალიციამ” შეძლოს ამ საკითხის განხილვის გაგრძელება, საჭიროა გერმანიის, როგორც აღნიშნული ტანკების მწარმოებელი ქვეყნის, თანხმობა მათ რეექსპორტზე.
ABC News-ის წყარომ აღნიშნა, რომ უკრაინას საბჭოური ტანკებისთვის საჭირო საბრძოლო მასალა უმთავრდება და ახლის წარმოება მას არ შეუძლია, “ამიტომ ამან ალტერნატიული გზის პოვნა გვაიძულა”.