მედიის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს

გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2A6 ტანკების მინიმუმ ერთი შენაერთის გადაცემაზე, რაც ნატოს სტანდარტებით ტექნიკის 14 ერთეულს შეადგენს.

აღინიშნება, რომ ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან იქნება მიწოდებული.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში შესაძლოა დამატებითი ტანკები იქნას გამზადებული გასაგზავნად იმ მარაგებიდან, რომლებიც გერმანულ მრეწველობას გააჩნია.

Spiegel-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას, აშკარაა, წინ უძღოდა მოკავშირეებთან მრავალდღიანი კონსულტაციები, განსაკუთრებით აშშ-სთან.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნავდა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას მხოლოდ სხვა ქვეყნებთან კოალიციაში განიხილავდა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა