ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სამხედროების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ზრდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ზრდის სამხედროების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საბრძოლო ბრძანებების შეუსრულებლობისთვის, ბრძოლის ველიდან ან სამხედრო ნაწილიდან გაქცევისთვის.

მანამდე, ამ კანონს მხარი დაუჭირა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, უფლებადამცველების, საზოგადოების ნაწილის კრიტიკის მიუხედავად და ასევე იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტზე ვეტოს დადების მოთხოვნით პრეზიდენტის ვებსაიტზე პეტიცია გამოაქვეყნეს.

კანონპროექტს რადაში კენჭი 13 დეკემბერს უყარეს და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. მას მხარს უჭერდა ყველა პოლიტიკური ძალა, „გოლოსის” გარდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე და 75-ე მუხლებში, რაც შეეხება „ჯარისკაცებისთვის კანონით გათვალისწინებულზე მსუბუქი სასჯელის დაკისრების შესაძლებლობის გამორიცხვას და სასჯელის პირობითი მოხდისაგან გათავისუფლებას“.

ასევე იზრდება სანქციების დონე სამხედრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენაზე.

კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების მოთხოვნით პეტიცია 15 დეკემბერს გამოქვეყნდა და დღე-დღეში 25 500-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, განსახილველად საჭირო იყო 25 000 ხმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო