ვოლოდიმირ ზელენსკი - ტანკებზე ახლა ბევრს საუბრობენ, ბევრი სიტყვა და დაპირებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა

რუსეთი ემზადება აგრესიის ახალი ტალღისთვის იმ ძალებით, რომლის მობილიზებაც შეუძლია. ოკუპანტები უკვე ზრდიან ზეწოლას ბახმუტში, ვუჰლედარსა და სხვა მიმართულებებით და მათ სურთ გაზარდონ ზეწოლა უფრო ფართო მასშტაბით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ არ აღიარონ აგრესიის შეცდომა, რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ბრძოლაში მეტი თავისი ხალხი და აღჭურვილობა ჩააბას.

„ეს ნიშნავს, რომ ყველამ, თავისუფალ სამყაროში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა არა მხოლოდ ვუპასუხოთ რუსეთის რეგულარულ დანაშაულებს, არამედ რუსეთის ახალი კრიმინალური ქმედებები შეძლებისდაგვარად აღვკვეთოთ. ჩვენმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ ინიციატივა ომში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე მიმდინარე დისკუსიებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება.

„სხვათა შორის, ტანკებზე ახლა ბევრს საუბრობენ. იმ თანამედროვე ტანკების შესახებ, რომელიც ჩვენ გვჭირდება და იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს ეს დეფიციტი. დიდი ძალისხმევა, ბევრი სიტყვა და დაპირებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა: ეს არ ეხება 5,10 ან 15 ტანკს. საჭიროება უფრო დიდია. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში გვერდში გვიდგას, თუმცა, დისკუსია უნდა დასრულდეს გადაწყვეტილებით. ჩვენს მოკავშირეებს აქვთ ტანკების საჭირო რაოდენობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო