უკრაინელებმა რუსების კუთვნილი თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და 5 დრონი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, დონბასში რუსული ძალების მრავალი თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნაია გორას, ბახმუტის, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ჩარივნას დასახლებებთან“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ავიაციამ 8 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ადგილებს, მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს კი სამჯერ დაარტყა.

„ამავე დროს, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს СУ-25 თვითმფრინავი, KA-52 ტიპის 3 რუსული ვერტმფრენი, „ორლანის“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი, „მერლინის“ ტიპის ერთი და „ლანცეტის“ ტიპის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო