მედია - ნორვეგიის მთავრობა განიხილავს, გაუგზავნოს თუ არა უკრაინას მის საკუთრებაში არსებული Leopard 2-ის რამდენიმე ტანკი

ნორვეგიის მთავრობა განიხილავს გაუგზავნოს თუ არა უკრაინას მის საკუთრებაში არსებული გერმანული წარმოების Leopard 2-ის რამდენიმე ტანკი. ამის შესახებ ნორვეგიული გაზეთები Aftenposten და Dagens Naeringsliv იუწყებიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის მოსაზღვრე ნორვეგია ნატო-ს წევრი სახელმწიფოა, რომელსაც Leopard 2-ის 36 ტანკი აქვს და უკრაინას შესაძლოა, ოთხი ან რვა აღნიშნული სახეობის საბრძოლო ტანკი გადასცეს.

მედია საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აღნიშნული შეიარაღების გაგზავნაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის