ესპანური მედია - ოფიციალური მადრიდი Leopard 2-ის ტანკების კიევისთვის მიწოდებას მას შემდეგ შეუერთდება, რაც გერმანია უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების მიწოდებას დათანხმდება

ოფიციალური მადრიდი შეუერთდება Leopard 2-ის ტანკების კიევისთვის მიწოდებას, მას შემდეგ, რაც გერმანია, რამდენიმეთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, უკრაინის არმიისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების მიწოდებას დათანხმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El País აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინას Leopard 2-ის 14-მდე ტანკი გაუგზავნოს. ამასთან, ნორვეგია განიხილავს გაუგზავნოს თუ არა მის საკუთრებაში არსებული რამდენიმე „ლეოპარდის“ ტანკი უკრაინას.

გარდა ამისა, ფინეთმა განაცხადა, რომ მცირე რაოდენობის Leopard 2-ის ტანკებს უკრაინას გადასცემს თუ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფიც ამის გაკეთებას გადაწყვეტს.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა