გერმანიის მიერ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკებს გაგზავნას ევროპელი ლიდერები მიესალმებიან.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გერმანიის გადაწყვეტილება შეაქო.
„მადლობა კანცლერ ოლაფ შოლცს. „ლეოპარდების“ უკრაინისთვის გაგზავნის გადაწყვეტილება დიდი ნაბიჯია რუსეთის შეჩერების მხრივ. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - აღნიშნა მორავიეცკიმ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა გერმანიის ნაბიჯს სწორი გადაწყვეტილება უწოდა.
„Challenger 2-ის ტანკებთან ერთად, [Leopard 2-ის ტანკები] გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვით საცეცხლე საშუალებას. ერთად, ჩვენ ვაჩქარებთ ჩვენს ძალისხმევას ამ ომში უკრაინის გამარჯვებისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში”, - აღნიშნა სუნაკმა.