პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინას 400-მილიონიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში მხოლოდ Abrams-ები არ გადაეცემა

უკრაინის უახლესი სამხედრო დახმარება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ გამოაცხადა, M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გარდა სხვა სამხედრო აღჭურვილობასა და სამხედრო მასალებსაც ითვალისწინებს, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ის მოიცავს: Abrams-ის 31 ტანკს 120 მმ-იანი ჭურვებით და სხვა საბრძოლო მასალით, რვა ტაქტიკურ მანქანას, წვრთნების დაფინანსებასა და მხარდაჭერას.

უკრაინისთვის Abrams-ის ტანკების შესყიდვა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) მეშვეობით განხორციელდება.

„ეს 400 მილიონი დოლარის USAI პაკეტი აღნიშნავს კონტრაქტის პროცესის დაწყებას უკრაინისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიწოდების მიზნით“, - აცხადებენ პენტაგონში. ეს ნიშნავს, რომ ტანკები არ იქნება გატანილი საწყობებიდან, არამედ შეძენილი იქნება მწარმოებლებისგან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო