მედია - 24 თებერვლიდან სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს

24 თებერვლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 574 რუსი დიპლომატი გააძევეს, როგორც უკრაინაში არსებული ვითარების გამო, ასევე დიპლომატების სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ბრალდებით, - ინფორმაციას რუსული გამოცემა TASS-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატების ყველაზე მასშტაბური გაძევება 2022 წლის ივნისში განხორციელდა, როდესაც ბულგარეთიდან 70 დიპლომატი გააძევეს.

ამასთან, TASS-ი წერს, რომ ბულგარეთმა ყველაზე მეტი -83 -რუსი დიპლომატი გააძევა, 45 დიპლომატი გააძევეს პოლონეთიდან, 40 - გერმანიიდან, 35 - სლოვაკეთიდან, 35 - საფრანგეთიდან, 33 - სლოვენიიდან, 30 - იტალიიდან, 28 - შეერთებული შტატებიდან.

„მთლიანობაში, რუსი დიპლომატების წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯები ევროპის 29 ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადადგეს“, - წერს TASS-ი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო