კრემლი - უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა განიხილება როგორც აშშ-სა და ნატო-ს მხრიდან კონფლიქტში მზარდი პირდაპირი ჩართვა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში ტანკების გაგზავნას კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობად განიხილავს.

„არის მუდმივი განცხადებები ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის ტანკების გაგზავნა არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას. მოსკოვში იმ ყველაფერს, რაც მე ვახსენე რომ ახორციელებენ როგორც ალიანსი, ისე დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩართულობა იზრდება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის Leopard-ისა და Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე