სალომე სამადაშვილი - ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ადრე თუ გვიან მოუწევს იმ ძალიან მძიმე შეკითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც დღეს დასავლეთშია დაგროვილი მის პოლიტიკასთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ადრე თუ გვიან მოუწევს იმ ძალიან მძიმე შეკითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც დღეს დასავლეთშია დაგროვილი მის პოლიტიკასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა CS Victims-ის სტატია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.

„მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ესმის, რომ ადრე თუ გვიან მას მოუწევს იმ ძალიან მძიმე შეკითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც დღეს არის დასავლეთში დაგროვილი მის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს ის ამ ყველაფერზე ძალიან ხმამაღლა საუბრობს იმისთვის, რომ მომავლისთვის მოემზადოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩის ვიზიტი შეაფასა.

„უკვე დიდი ხანია, არა მხოლოდ უკრაინული მხარე, არამედ, ჩვენი დასავლელი მეგობრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ საკუთარი პოლიტიკის დასავლეთის პოლიტიკასთან სინქრონიზაცია მოახდინოს, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეს არის მნიშვნელოვანი, თუ მართლაც ვინმეს აქვს სურვილი "ქართულ ოცნებაში", რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჩვენმა განაცხადმა რამე წარმატებას მიღწიოს. „ქართული ოცნება" იმის ნაცვლად, რომ ამ რჩევებს ითვალისწინებდეს, როდესაც რუსეთთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობას მიესალმება, ამით პირდაპირ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს და სწორედ ამიტომ ჩათვალა უკრაინულმა მხარემ აუცილებლად, რომ საგანგებოდ ხაზი გაესვა საკუთარი შეშფოთებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით და დაებარებინა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი შესაბამისი გზავნილის მისაღებად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, სტატიაში, რომელსაც CS Victims ავრცელებს ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც შვიდ წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის, შვეიცარიაშიც, სადაც კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებული მენეჯერის მიერ ჩადენილი იქნა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო