უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობა - სოლედარისთვის ბრძოლების დროს რუსეთმა იმდენი ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთის წინააღმდეგ ორ ომში

ბახმუტის მიმართულებით, სოლედარისთვის გამართული ბრძოლების დროს რუსეთმა იმდენი ადამიანი დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთის წინააღმდეგ ორ ომში, - ამის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოლედარი ორგანიზებულად დატოვეს და წინასწარ მომზადებული თავდაცვის ხაზები დაიკავეს.

„გამოსვლა არ იყო ქაოტური, ყველაფერი იყო ორგანიზებული. არ ყოფილა პანიკა, ალყაში მოხვედრა და ტყვედ მასობრივი ჩაბარება. სასტიკი ბრძოლები გრძელდება", - განაცხადა სერჰი ჩერევატიმ.

მისი თქმით, ამჟამად, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლები მიმდინარეობს ვერხნეკამენსკის, სპორნოეს, რაზდოლოვკას, ბლაგოდატნის, ბახმუტისა და კლეშჩეევკას მიდამოებში.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის დარტყმას იგერიებს - ეს ტერიტორია გასულ დღე-ღამეში 199-ჯერ დაბომბეს. სოლედარის რაიონში რუსებმა იმდენი დაკარგეს, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო