დმიტრო კულება - უკრაინამ პრაღაში 20 ქვეყნის წარმომადგენელი შეკრიბა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ჯგუფის შეხვედრაზე - ფოკუსირებას სამართლიანობის აღსრულების გზებზე ვახდენთ

პრაღაში 20 ქვეყნის წარმომადგენლები რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“დღეს უკრაინამ პრაღაში 20 ქვეყნის წარმომადგენელი შეკრიბა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ძირითადი ჯგუფის შეხვედრაზე. ფოკუსირებას სამართლიანობის აღსრულების გზებზე ვახდენთ”, - წერს კულება.

მან მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას იან ლიპავსკის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისთვის.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ 1 დეკემბრის მდგომარეობით 20-მა ქვეყანამ დაიწყო გამოძიება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით