უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური  - რუსული რაკეტებითა და დრონებით დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა 26 იანვარს 11 უკრაინელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, 26 იანვარს 00:00-დან 15:00-მდე მდგომარეობით დრონებისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად 2 ხანძარი გაჩნდა, 35 შენობა დაზიანდა.

მაშველების ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 11 კი დაშავდა.

აღინიშნება, რომ დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-ზე მეტი მაშველია ჩართული.

ყველაზე მეტი შენობა კიევის ოლქშია დაზიანებული, როგორც კერძო სახლები, ასევე საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობები.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო