დონალდ ტრამპი - ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები - დაასრულეთ ეს გიჟური ომი

ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები , - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების გადაცემას.

“ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია!” - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა როგორ შეიძლება უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად და მარტივად დასრულება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის