სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის უკრაინაში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ

სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის უკრაინაში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა სენატში განაცხადა.

“ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებულია იმაზე, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, [საკონსულტაციო კომპანია] Deloitte-თან და აშშ-ის სამთავრობო აუდიტორების ჯგუფთან, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში კიევში იმყოფებიან”, - თქვა ნულანდმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა უკრაინის კორუფციასთან ბრძოლაში ბოლო მიღწევები.

“უკრაინამ არა მხოლოდ უნდა გადაიტანოს ეს ომი, ის უფრო ძლიერი, “სუფთა”, დემოკრატიული, უფრო ევროპული უნდა გამოვიდეს იქიდან. სწორედ ამისთვის იბრძვიან უკრაინელი პატრიოტები. ეს ასევე არის საკვანძო დახმარებაში, რომელსაც შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აწვდიან. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება კორუფციაში ეჭვმიტანილი ჩინოსნები გაათავისუფლოს და მათი გადადგომები მიიღოს, ამ საკითხში უკრაინის სიმტკიცის ძლიერი სიგნალია”, - აღნიშნა ნულანდმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მქონე რესპუბლიკელები აქტიურად ლობირებენ უკრაინისადმი გაწეულ სამხედრო და საფინანსო დახმარებაზე კონტროლის გაძლიერების იდეას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნული აქვთ, რომ უკრაინაში გაწეული დახმარების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები არ ყოფილა დაფიქსირებული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო