ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული აგრესია მხოლოდ ადეკვატური იარაღით უნდა შეჩერდეს - ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს

ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც უკრაინის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ კიდევ ერთ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა.

„ტერორისტების მორიგ სარაკეტო დარტყმას გავუძელით. თავდასხმა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი დიპლომატიური მარათონის დაწყებიდან. ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს.

„რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, ანუ პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი და ლეგალური იარაღი - ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა შეიქმნას ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულისთვის და ანაზღაურდეს ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანი რუსული აქტივების ხარჯზე. ყოველი რუსული რაკეტა ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, ყოველი ირანული დრონი, რომელსაც ტერორისტები იყენებენ, არის არგუმენტი, რატომ გვჭირდება მეტი იარაღი. ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო