ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

ესტონეთმა გადაწყვიტა, უკრაინას ის კასეტური საბრძოლო მასალა გადასცეს, რომელიც ქვეყანამ მოითხოვა. თუმცა, ამისათვის გერმანიამ უნდა დაუშვას მათი რეექსპორტი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტალინმა შესაბამისი თხოვნით ბერლინს უკვე მიმართა.

„ესტონეთმა გადაწყვიტა, უკრაინას მიაწოდოს 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა. არ მიმაჩნია საჭიროდ ვისაუბრო ესტონეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის დადებული ხელშეკრულებების დეტალებზე, კერძოდ, საბრძოლო მასალის რაოდენობასა და დიაპაზონზე. უკრაინა კასეტური ბომბებით, მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ახლა ომის ორივე მხარე იყენებს ასეთ საბრძოლო მასალას უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა