რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში 10 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, გარდა ამისა, მათ უკრაინის ტერიტორია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 81-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 10 რაკეტა გაუშვეს, ერთი მათგანი ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, 26 საჰაერო დარტყმა და 81 დაბომბვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაჭრილები და დაღუპულია მშვიდობიან მოსახლეობაში“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, წუხელ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, ერთ-ერთ მათგანზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება