რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი

დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსული ძალების მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პავლო კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს დილით კონსტანტინოვკაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, სულ მცირე ორი კი დაშავდა. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კვარტალს, დააზიანა 4 მაღალსართულიანი კორპუსი, სასტუმრო, ავტოფარეხები და სამოქალაქო ავტომობილები“, - წერს პავლო კირილენკო.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო