კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსების მიერ კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 14 დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

კირილენკოს თქმით, თავდაპირველად ცნობილი იყო 3 გარდაცვლილისა და 2 დაშავებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

გუბერნატორმა დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„კონსტანტინოვკა - ფრონტის ხაზს შედარებით მოშორებული ქალაქია, მაგრამ მაინც მუდამ ხდება მტრის დარტყმების სამიზნე. ყველა, ვინც დღემდე რჩება ქალაქში, საკუთარ თავს სასიკვდილო რისკის ქვეშ აყენებს - რუსები სამოქალაქოებს ურტყამენ, ვინაიდან უკრაინულ არმიასთან ბრძოლა არ შეუძლიათ“, - წერს კირილენკო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო