უკრაინა აცხადებს, რომ სამი რუსული რაკეტმზიდი შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია

შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში რჩება თხუთმეტი რუსული ხომალდი, მათ შორის 3 რაკეტმზიდი, რომლებიც აღჭურვილია დაახლოებით 20 კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტით.

შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა Facebook-ზე გააკეთა.

ამავე ცნობით, აზოვის ზღვაში მტერი საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს, საბრძოლო მორიგეობაზე ორი ხომალდით, აგრძელებს.

ხმელთაშუა ზღვაში კი ცხრა რუსული ხომალდია, მათ შორის ხუთი კალიბრის ტიპის სარაკეტო მზიდებით.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა